ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა, რომელიც ნახევარმცველ ენცო ზიდანის აგენტია, გამოაცხადა, რომ ფრანგი ფეხბურთელი მაროკოს ჩემპიონატში გააგრძელებს კარიერას. კერძოდ, 25 წლის ზიდანი კლუბ „ვიდადში“ ითამაშებს.
მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის ვაჟი იანვრიდან „ალმერიას“ ფეხბურთელია. ესპანეთის მეორე დივიზიონის კლუბში ენცომ ოთხი მატჩი ჩაატარა, მაგრამ შედეგიანი მოქმედება არ ჰქონია.