ზიდანის ფონდი სამედიცინო მოხმარების ნივთებით ალჟირის ერთ-ერთ საავადმყოფოს დაეხმარა
ზიდანის ფონდი სამედიცინო მოხმარების ნივთებით ალჟირის ერთ-ერთ საავადმყოფოს დაეხმარა

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ალჟირელებს კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმარა. როგორც ესპანური გამოცემა „მარკა“ იტყობინება, ზიდანის საქველმოქმედო ფონდმა ალჟირის ერთ-ერთი ქალაქის საავადმყოფოს სამედიცინო მოხმარების ნივთები გადასცა. ფონდმა, რომელსაც ზიდანი და მისი მამა ხელმძღვანელობენ, ქალაქს რეანიმაციის მოწყობილობები, ხელოვნური სუნთქვის აპარატები და სხვადასხვა სამედიცინო პრეპარატები გადასცა.

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის მშობლები საფრანგეთში ალჟირიდან იყვნენ ემიგრირებულნი, თვითონ ზინედინ ზიდანი კი მარსელში დაიბადა. კორონსვირუსის გამო ალჟირი აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა.