ზიდანი ყოველ 97 დღეში იგებს ტიტულს
ზიდანი ყოველ 97 დღეში იგებს ტიტულს

* ზინედინ ზიდანი პირველი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა თასი ზედიზედ სამჯერ მოიგო. ასევე სამჯერ, ოღონდ არა ზედიზედ, ჩემპიონთა თასი მოიგეს: ბობ პეისლიმ (“ლივერპულთან” ერთად – 1977, 1978, 1981) და კარლო ანჩელოტიმ (“მილანთან” – 2003, 2007 და “რეალთან” – 2014).

* მადრიდის “რეალში” დანიშვნის მომენტიდან (2016 წლის 4 იანვარი), ზიდანმა 13 შესაძლებლიდან 9 ტიტული მოიგო. 2 წლისა და 4 თვის განმავლობაში, ფრანგი სპეციალისტი საშუალოდ, ყოველ 97 დღეში იგებს რომელიმე ტურნირს.

* ზიდანის ხელმძღვანელობით, “რეალს” შიდა არენაზე მოგებული აქვს ქვეყნის ჩემპიონატი და სუპერთასი. ასევე, მადრიდელებმა სამჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა და ორ-ორჯერ – უეფას სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატი.

* ზიდანს რვიდან რვა ფინალი აქვს მოგებული. სათასო ტურნირებზე ის ყოველ მე-16 მატჩში იგებს ტიტულს. “რეალში” მუშაობის პერიოდში, მას უფრო მეტჯერ აქვს მოგებული ჩემპიონთა ლიგა, ვიდრე სერ ალექს ფერგიუსონს, ხოსეპ გვარდიოლას, ჟოზე მოურინიოს, ვისენტე დელ ბოსკეს, იუპ ჰაინკესს, ოტმარ ჰიტცფელდსა და არიგო საკის.