ზიდანი და რონალდო, შესაძლოა, ერთად მივიდნენ „პარი სენ-ჟერმენში“ #1TVSPORT
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ, შესაძლოა, კარიერა „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელოს, – ამის შესახებ წერენ გაზეთები Marca და Daily Mirror.
წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით, ამ სეზონის შემდეგ მაურიციო პოჩეტონო დატოვებს პარიზული კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს და მის ადგილს ზინედინ ზიდანი დაიკავებს. ფრანგი სპეციალისტის ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება რონალდოს შეძენა, რომელთან ერთადაც „რეალში“ მუშაობდა.
პორტუგალიელის კონტრაქტი მანჩესტერულ კლუბთან 2023 წლის ივნისამდეა ძალაში. პრემიერლიგის წლევანდელ სეზონში რონალდომ 18 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და სამი შედეგიანი გადაცემა შეასრულა. ასევე მის ანგარიშზეა ექვსი გოლი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ხუთ მატჩში.