მადრიდის „რეალის“ დამრიგებელი ზინედინ ზიდანი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა. გამოკითხვა ინტერნეტ-გამოცემა Squawka-მ ჩაატარა. რეიტინგის შედგენისას ითვალისწინებდნენ მაჩვენებლებს 1992 წლიდან, როცა ჩემპიონთა თასი ჩემპიონთა ლიგად გადაკეთდა.
47 წლის ზიდანი, რომელიც აღნიშნულ რეიტინგში ყველაზე ახალგაზრდა სპეციალისტია, უნიკალური მიღწევის ავტორი გახდა – ზედიზედ სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (2016-18). ფრანგს მწვრთნელის რანგში ტურნირზე 40 მატჩი დაუგროვდა, რომელთაგანაც 26 (65%) მოიგო.
რეიტინგში მეორე გახდა „მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, რომელმაც ლიგა ორჯერ მოიგო „ბარსელონასთან” (2009, 2011) ერთად. სამეულში მოხვდა კარლო ანჩელოტი – მას ჩემპიონთა ლიგაზე გაუმარჯვია „მილანთან” (2003, 2007) და „რეალთან”(2014) ერთად.
ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელი:
1. ზინედინ ზიდანი (რეალი)
2. ხოსეპ გვარდიოლა (ბარსელონა, ბაიერნი, მანჩესტერ სიტი)
3. კარლო ანჩელოტი (პარმა, იუვენტუსი, მილანი, ჩელსი, პსჟ, რეალი, ბაიერნი, ნაპოლი)
4. ჟოზე მოურინიო (პორტუ, ჩელსი, ინტერი, რეალი, მანჩესტერ იუნაიტედი, ტოტენჰემი)
5. ლუი ვან გაალი (აიაქსი, ბარსელონა, ბაიერნი, მანჩესტერ იუნაიტედი)
6. ალექს ფერგიუსონი (მანჩესტერ იუნაიტედი)
7. იუპ ჰაინკესი (რეალი, ბაიერნი)
8. ვისენტე დელ ბოსკე (რეალი)
9. რაფაელ ბენიტესი (ლივერპული, ინტერი, ჩელსი, ნაპოლი, რეალი)
10. ოტმარ ჰიტცფელდი (დორტმუნდი, ბაიერნი).