მადრიდის „რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა კომენტარი გაუკეთა „ბარსელონაში“ შექმნილ კრიზისულ სიტუაციას.
„არ ვიცი, რა ხდება “ბარსელონას“ შიგნით. ყველა გუნდს აქვს თავისი სირთულეები და მძიმე პერიოდები. მაგრამ ეს არის გუნდი, რომელიც ყველა ტიტულისთვის იბრძოლებს. მე ამაში ეჭვი არ მეპარება“, – განაცხადა ფრანმა სპეციალისტმა.
ზაფხულში „ბარსელონაში“ სერიოზული სკანდალი აგორდა კლუბის პრეზიდენტის ხოსეპ ბარტომეუს გარშემო – მის გადადგომას მმართველი საბჭოს რამდენიმე წევრი მოითხოვდა. შემდეგ გუნდის კაპიტანმა ლიონელ მესიმ გამოთქვა კლუბის დატოვების სურვილი, მაგრამ ამის საშუალება არ მისცეს. დაბოლოს, კატალონელებმა მიიღეს საკამათო გადაწყვეტილება, როცა უარი თქვეს ფორვარდ ლუის სუარესზე, რომელიც კარიერას მადრიდის „ატლეტიკოში“ გააგრძელებს.