ზიდანი - „ატალანტა“ პატივსაცემი გუნდია
ზიდანი - „ატალანტა“ პატივსაცემი გუნდია

14 დეკემბერს გამართულ წილისყრაზე გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მადრიდის „რეალის“ მეტოქე „ატალანტა“ იქნება.

„სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა მისი გუნდის მომავალ მოწინააღმდეგეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ატალანტას“ თამაში მოსწონს.

„ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ გუნდს, მოგვწონს და პატივს ვცემთ, – მოჰყავს ზიდანის სიტყვები „მარკას“. – „ატალანტას“ თებრვალში შევხვდებით, მანამდე კი ყველაზე მნიშვნლოვანი მატჩი ესპანთის ჩემპიონატში „ატლეტიკოსთან“ გვექნება“. ორივე შეხვედრა ჩვენთვის კარგი გამოწვევაა“.

„რეალისა“ და „ატალანტას“ პირველი შეხვედრა ბერგამოში გაიმართება, მეორე – მადრიდში. ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩების ზუსტი კალენდარი მოგვიანებით გაირკვევა.