ზიდანი ალაბას გადაბირებას ცდილობს
ზიდანი ალაბას გადაბირებას ცდილობს

„სამეფო კლუბის“ მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა „ბაიერნის“ მცველთან, დავიდ ალაბასთან მოლაპარაკება პირადად გამართა, – იუწყება Kicker.

გამოცემის ინფორმაციით, მიუნხენელთა 28 წლის ლეგიონერი „ბაიერნთან“ კონტრაქტის გაგრძელებას არ აპირებს, ხელშეკრულების ვადა კი 2021 წლის ზაფხულში იწურება.

ზიდანისთვის ალაბა სატრანსფერო ფანჯრის პირადში ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება, განსაკუთრებით კი იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მალე სერხიო რამოსმა, შესაძლოა, „რეალის“ რიგები დატოვოს.

აღსანიშნავია, რომ მადრიდელებს სერიოზული კონკურენცია ელოდებათ, რადგან დავიდ ალაბას კანდიდატურით სხვა ევროპული გრანდებიც არიან დაინტერესებულები, მათ შორის: „ლივერპული“, „იუვენტუსი“ და „პარი სენ-ჟერმენი“.