ზიდანი 200 მილიონად ყატარის ნაკრებს ჩაიბარებს
ზიდანი 200 მილიონად ყატარის ნაკრებს ჩაიბარებს

მადრიდის “რეალის” ყოფილი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ყატარის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში, ამის შესახებ ინფორმაცია ეგვიპტელმა მილიარდერმა ნაგიბ სავირისმა გაავრცელა.

„ზიდანი მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატისთვის ყატარის ნაკრებს მოამზადებს. ოთხი წლის განმავლობაში 50 მილიონი ევრო წელიწადში”, – დაწერა თავის “ტვიტერზე” სავირისმა, რომელიც ჟურნალ Forbes-ის მონაცემებით, ეგვიპტის ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიაში მეორე ადგილზეა.

2022 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში გაიმართება.