ჟან კლოდ იუნკერი - სერბეთსა და მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანება 2025 წლამდე შეუძლიათ
ჟან კლოდ იუნკერი - სერბეთსა და მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანება 2025 წლამდე შეუძლიათ

სერბეთსა და მონტენეგროს ევროკავშირში გაწევრიანება 2025 წლამდე შეუძლიათ. ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა ბრიუსელში გააკეთა.

„ნამდვილად ვფიქრობ, რომ ეს ორი ქვეყანა ევროკავშირში 2025 წლამდე გაწევრეინდება“, – განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა.

ამჟამად, ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნები არიან მონტენეგრო, სერბეთი, თურქეთი, ალბანეთი და მაკედონია.

დღესვე ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბულგარეთი და რუმინეთი აუცილებლად გახდებიან შენგენის ზონის წევრები. ამასთან, იუნკერს, კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია.