ზესტაფონის მერობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან საკუთარი არჩევანი დააფიქსირა
ზესტაფონის მერობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

ზესტაფონის მერობის კანდიდატმა გაერთიანებული ოპოზიციიდან საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. ბაქარ ხიჯაკაძემ ხმა მე-7 საარჩევნო უბანზე მისცა.

საარჩევნო უბანზე ხიჯაკაძე მეუღლესთან ერთად მივიდა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მან ხმა ცვლილებებს და ზესტაფონის განვითარებას მისცა.

„მთავარი გამოწვევა არის მძიმე პრობლემები ზესტაფონში. უკიდურესად გაჭირვებული ადამიანები. რაიონი მთლიანად დანგრეულია, არაფერი გაკეთებულა. ჩემი ამოცანაა, ზესტაფონის განვითარება, წინსვლა და ყველა ადამიანის პრობლემის გუნდთან მიტანა“, – განაცხადა ბაქარ ხიჯაკაძემ.