„ზენიტიდან“ „სამგურალში“ - რუსეთში გაზრდილი ქართველი წყალტუბოში ითამაშებს #1TVSPORT
„ზენიტიდან“ „სამგურალში“ - რუსეთში გაზრდილი ქართველი წყალტუბოში ითამაშებს #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალმა“ პეტერბურგის „ზენიტიდან“ გიორგი ჭელიძე დაიმატა. 22 წლის შემტევი ნახევარმცველის შესახებ ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

„წყალტუბოს „სამგურალმა“ 22 წლის შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჭელიძე დაიმატა. ჩვენი გუნდის ახალწვეული ბოლოს სანკტ პეტერბურგის „ზენიტის“ ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა. „სამგურალში“ კი თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვიდა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება გაფორმდა“, – წერია „სამგურალის“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.

გუნდის სპორტულმა დირექტორმა, ბესიკ ხაჭიპერაძემ გიორგი ჭელიძეს კლუბის მაისური გადასცა და წარმატებები უსურვა. გიორგი ჭელიძე „სამგურალში“ 30-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

საფეხბურთო კარიერის საწყის ეტაპზე ჭელიძემ კარიერა რუსეთში დაიწყო და მოსკოვის „დინამოს“ აკადემიაში თამაშობდა. 2017 წელს გუნდის დუბლშემადგენლობაში დააწინაურეს, საიდანაც ბელგიურ „ტუბიცეში“ გადავიდა. 2019–2020 წლებში თამაშობდა ერევნის „არარატში“. 2020–2021 წლების სეზონში კი „ზენიტი 2“–ში ასპარეზობდა.

გიორგი ჭელიძე რუსეთის თითქმის ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშობდა. იყო რუსეთის 16, 17 ,18, 19 და 20 წლამდე ნაკრებების წევრი.