„ნაპოლისა“ და პოლონეთის ნაკრების ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი ახლოს არის საუდის არაბეთის „ალ-აჰლიში“ გადასვლასთან.
არაბულმა კლუბმა სამწლიანი კონტრაქტი შეათანხმა 29 წლის ფეხბურთელთან, რომლის მიხედვითაც, ზელინსკი წელიწადში 15 მილიონ ევროს მიიღებს. რაც შეეხება ტრანსფერის თანხას, „ნაპოლი“ პოლონელის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
2022-23 წლების სეზონში ზელინსკიმ იტალიის ჩემპიონის რიგებში 48 მატჩი ჩაატარა, შვიდი გოლი გაიტანა და 11 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.