ზელენსკის პარტიას ამ ეტაპზე 227 მანდატის მოპოვების შესაძლებლობა აქვს, რაც რადაში უმრავლესობის ფორმირებისთვის საკმარისია 
ზელენსკის პარტიას ამ ეტაპზე 227 მანდატის მოპოვების შესაძლებლობა აქვს, რაც რადაში უმრავლესობის ფორმირებისთვის საკმარისია 

უკრაინის პრეზიდენტის პარტიას „ხალხის მსახური“ მოცემულ ეტაპზე 227 მანდატის მოპოვების შესაძლებლობა აქვს, რაც უმრავლესობის ფორმირებისთვის საკმარისია.

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დროისთვის ხმების 35.51 პროცენტი დათვალა, რომლის შედეგად ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ 42.19 პროცენტი მიიღო.

უკრაინის პრეზიდენტის პარტიას, ამ მონაცემებით, პროპორციული სიით 121 მანდატი, მაჟორიტარულ ოლქებში კი, 106 მანდატი აქვს, რაც საერთო ჯამში 227 მანდატია. 450-ადგილიან უკრაინის რადაში უმრავლესობის მოსაპოვებლად სულ მცირე 226 ადგილია საჭირო.

ბოლო მონაცემებით, „ოპოზიციური პლატფორმა – სიცოცხლისთვის“ 43 ადგილს იღებს, პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობა“ 27-ს, იულია ტიმოშენკოს „ბატკივშინა“ 26-ს, ვაკარჩუკის „ხმა“ კი – 20-ს.

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გუშინ გაიმართა. მასში მონაწილეობა ელექტორატის 49,84 პროცენტმა მიიღო.

დატოვე კომენტარი