ზელენსკი რადას მაღალჩინოსნების უკანონო აქტივების კონფისკაციას სთავაზობს
ზელენსკი რადას მაღალჩინოსნების უკანონო აქტივების კონფისკაციას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი რადას მაღალჩინოსნების უკანონო აქტივების კონფისკაციას სთავაზობს. კანონპროექტი უკანონოდ გამდიდრებული მაღალჩინოსნების სისხლის სამართლებრივ დასჯას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, სისიხლის სამართლის კოდექსში ეს მუხლი მანამდე უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა. როგორც სასამართლოში აცხადებდნენ, ეს მუხლი ბრალდებულის უდანაშაულობის პრეზუმფციას არღვევს.

ზელენსკის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული დოკუმენტის ტექსტი ჯერ არ გაუსაჯაროვებიათ, თუმცა ცნობილია, რომ პრეზიდენტის ინიციატივა მაღალჩინოსნებისთვის უკანონოდ მოპოვებული ქონების ჩამორთმევას ისახავს მიზნად.