ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

14:43, 03.11.2018

გზების დეპარტამენტის ცნობით, ზეკარის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ქარბუქის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ60-კმ75 (ზეკარის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია“, – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

უწყების ცნობით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მსგავსი