ზედმეტად ემოციური მატჩი ნიტრაში - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთთან დამარცხდა
ზედმეტად ემოციური მატჩი ნიტრაში - საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთთან დამარცხდა

საქართველოს ახალზრდულმა ნაკრებმა ევროშესარჩევის მორიგი შეხვედრა სლოვაკეთთან გამართა და ზედმეტად ემოციურ შეხვედრაში 3:2 დამარცხდა.

მე-9 წუთზე, ნიკა მალის მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ გიორგი კუცია დარჩა და ანგარიში გახსნა – 0:1, თუმცა 25-ე წუთზე პეტერ კოლესარმა წონასწორობა აღადგინა – 1:1.

გარდამტეხი მომენტი მე-40 წუთი გამოდგა, როდესაც სლოვაკების კონტრშეტევაზე ლუკა ლოჩოშვილმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მსაჯმა ის მოედნიდან გააძევა. ამით მასპინძლებმა ისარგებლეს და მიზანს ორჯერ მიაღწიეს: 52-ე წუთზე კრისტიან გერცმა სლოვაკეთი დაააწინაურა, 66-ე წუთზე კი მასპინძლებმა მესამეც გაიტანეს – გოლი მარტინ გამბოშის ანგარიშზეა – 3:1.

83-ე წუთზე წითელი ბარათი პეტერ პოკორნიმაც მიიღო და მოედანი დატოვა, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრებმა ისევ შეუტია და 89-ე წუთზე ნუგზარ სპანდერაშვილმა ანგარიში შეამცირა – 3:2.

#ფეხბურთი სლოვაკეთი – საქართველო #EURO2021 U21 #LIVE

ამის შემდეგ მოედანზე ვითარება აირია. აუტის მოსაწოდებლად მოედნის ხაზთან მყოფ ქართველ ფეხბურთელს უცნობმა პირმა ფეხი წამოსდო, რამაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის გაღიზიანება გამოიწვია და ჯგუფური ემოციები მთავარმა არბიტრმა ჩვენი მთავარი მწვრთნელის გაძევებით დააცხრო.

საბოლოოდ, შეხვედრა სლოვაკეთის გამარჯვებით დასრულდა – 3:2. ხუთი ტურის შემდეგ საქართველოსა და სლოვაკეთს 6-6 ქულა აქვთ და მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები ისევ სლოვაკეთთან გამართავს. თამაში 2020 წლის 26 მარტს საქართველოში გაიმართება.

სლოვაკეთი U21 3-2 საქართველო U21 

გოლები: 0:1 კუცია (9. მალის პასით), 1:1 კოლეშარი (28. ჰობოტის პასით), 2:1 გერცი (52), 3:1 გამბოში (66), სპანდერაშვილი (89),

საქართველო U21: გუგეშაშვილი, მალი (59. სპანდერაშვილი), ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური, ქოჩორაშვილი (59. ნინუა), კუცია, კვარაცხელია (43. სილაგაძე), დავითაშვილი (59. ბუღრიძ), ტაბატაძე, კოხრეიძე (59. ქავთარაძე)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე

გაფრთხილებები: შულეკი (25), ლოჩოშვილი (26), გერცი (62), (), პოკორნი (73), კუცია (76), ალმასი (79)

გაძევება: ლოჩოშვილი (40. მეორე ყვითელი), პოკორნი (83. მეორე ყვითელი), ცეცაძე (90+2)