ზედიზედ მესამედ - „შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ზედიზედ მესამედ - „შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში ითამაშებს #1TVSPORT

რაგბი ევროპის სუპერთასის ნახევარფინალში „შავმა ლომმა“ ესპანურ „იბერიანსს“ უმასპინძლა, 41:0 დაამარცხა და ზედიზედ მესამედ ტურნირის ფინალში ითამაშებს.

„შავმა ლომმა“ თავიდანვე შეუტია მეტოქეს და პირველივე ტაიმში სოლიდური უპირატესობა მოიპოვა, ლევან მაისაშვილის გუნდმა ოთხი ლელოს დადება მოახერხა. ანგარიში აკა ტაბუცაძემ გახსნა, ორი ლელო ილია სპანდერაშვილმა დადო, ერთი სანდრო თოდუამ. ლუკა მატკავამ ორი მათგანი ზუსტად გარდასახა, რასაც ერთი ზუსტი საჯარიმო დარტყმა მიამატა და პირველი ტაიმი „შავმა ლომმა“ 27:0 მოიგო.

ქართულმა გუნდმა არც მეორე ნახევარში დათმო უპირატესობა, ტაიმის დასაწყისშივე ლუკა მატკავამ მოახერხა ლელოს დადება, შეხვედრის ბოლოს კი მამრიკიშვილმა კიდევ ერთხელ დაალელოვა მეტოქე (მატკავამ ორივე ლელო ზუსტად გარდასახა) და საბოლოოდ „შავმა ლომმა“ მეტოქე 41:0 დაამარცხა.

ფინალში „შავი ლომი“ თელ ავივ „ჰითსა“ და რუმინულ „ვულვზს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. მანამდე კი, 9 დეკემბერს, 17:00 საათზე „შავი ლომი“ „ჩელენჯ თასის“ გათამაშებაში სადებიუტო მატჩს გამართავს თბილისში, ინგლისური „გლოსტერის“ წინააღმდეგ.