"ზე რაგბი" მე-9 ტურის მიმოხილვა | "ჰარიქეინზი" კვლავ ლიდერია (ვიდეო)
"ზე რაგბი" მე-9 ტურის მიმოხილვა | "ჰარიქეინზი" კვლავ ლიდერია (ვიდეო)

“ზე რაგბის” მე-9 ტურში, ახალი ზელანდიის კონფერენციის ფავორიტი “ჰარიქეინზი” “ჩიფზს” დაუპირისპირდა. “ბელადების” ბურჯმა – ეიდენ როსმა ფეხი მოიტეხა და ტრავმირებული მორაგბეების ვრცელ სიას შეემატა. შესუსტებულმა “ჩიფსმა” მეტოქეს სერიოზული წინააღგმდეგობა გაუწია, თუმცა “ჰარიქეინსმა” 25:13 მოიგო და ლიდერობა განიმტკიცა.

როგორც იქნა გამარჯვება მოიპოვა ოქლენდ “ბლუზმა”. ახალ ზელანდიელები ტოკიოში “სანვულვზს” ესტუმრნენ და 10:24 მოიგეს. ახლა ისინი ბოლოდან მე-3 ადგილს იკავებენ და მხოლოდ “ხაგუარესს” და “სანვულვზს” უსწრებენ.

ავსტრალიური “ბრამბიზი” “ჰაილენდერსის” წინააღგმდეგ 60 წუთის მანძილზე თანაბრად თამაშობდა, თუმცა შეხვედრის ბოლო მეოთხედში ზელანდიურმა კლუბმა იმძლავრა. ტრადიციულად კარგად ითამაშა დევიდ პოქოქმა, თუმცა რიგ ეპიზოდებში აშკარად შეეტყო, რომ ორ წლიანი პაუზის შემდეგ იგი  საუკეთესო ფორმაში არ არის.”ჰაილენდერსი” 43:17 “ბრამბიზი”.

“ლურჯების” და “წითლების” დუელში “ვორათაზმა” იმარჯვა. “რედსის” მორაგბეებს ფიჯელი ტაქელი ნაიარავოროს შეჩერება მთელი მატჩის მანძილზე უჭირდათ. ნაიარავორომ დუბლი მიითვალა და მისმა გუნდმა დამაჯერებლად 37:16 მოიგო. “რედსმა” “ვორათასი”ბოლოს 2013 წელს დაამარცხა.

რვა ტურის შემდეგ კონფერენციის ლიდერი “რებელსი” იყო. მათ არგენტინულ “ხაგუარესს” უმასპინძლეს და მოულოდნელად დამარცხდნენ. პირველი ტაიმის შემდეგ ავსტრალიელები 14:3-ს იგებდნენ და ანგარიშში სხვაობა მეორე ნახევრის დასაწყისშივე გაზარდეს, თუმცა არგენტინელები არ დანებდნენ. ხოაკინ ტუკულეტის, რამირო მოიანოს და ბაუტისტა ეზკურას ლელოების შედეგად სტუმრებმა 22:25 მოიგეს.

მე-9 ტურის შემდეგ ავსტრალიის კონფერენციას “ვორათასი” ლიდერობს. ერთადერთი გუნდი, რომელმაც სეზონის მანძილზე ვერც ერთი გამარჯვება ვერ მოიპოვა იაპონური “სანვულვზია”.

სამხრეთ აფრიკის კონფერენციაში მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა. “შარქსმა” წარმატებული ახალ ზელანდიური ტურნეს შემდეგ პირველივე მატჩში 40 ქულა გაუშვა, თავად კი მხოლოდ 10 მოიპოვა. “ბულზის” ფულბეკმა – ვორიქ გელანტმა ჰეთრიკი შეასრულა და მასპინძლების ამბიციები დაასამარა.

9 ტურის შემდეგ ახალი ზელანდიის კონფერენციას “ჰარიქეინსი” ლიდერობს, ავსტრალიისას “ვორათასი”, ხოლო სამხრეთ აფრიკის კონფერენციის პირველ ადგილს “ლაიონზი” იკავებს.