ზაზა სარალიძე შსს-ს გენინსპექციაში ხვალ, 11:00 საათზე მივა
ზაზა სარალიძე შსს-ს გენინსპექციაში ხვალ, 11:00 საათზე მივა

ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციაში ხვალ, 11:00 საათზე მივა. ამის შესახებ სარალიძემ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობასთან განუცხადა.

„დღეს რა ფაქტებიც დაფიქსირდა, ამასთან დაკავშირებით უნდა მივადევნო თვალყური გამოძიებას, რომ ყველა პოლიციელი შესაბამისად იყოს დასჯილი. თუნდაც ჩემზე, ზვიად კუპრავაზე და ბატონ დავით ლაგვილავაზე განხორციელებულ ზეწოლაზე, რაც სასამართლოს სასადილოში მოხდა და ნებისმიერი ქმედება იმ თანამშრომლების, რა სამსახურებრივი გადაცდენაც ჰქონდათ. გენინსპექციაში დაბარებული ვარ ამასთან დაკავშირებით. სრული ინფორმაცია უნდა მივაწოდო და ასე ვთქვათ, სარბენი ვიქნები აქეთ იქით, რომ ჩემი მეთვალყურეობის ქვეშ წავიდეს ეს გამოძიება და ვინმე არ დარჩეს გარეთ“, – განაცხადა სარალიძემ.

11:00 საათზე გენინსპექციაში ჩანიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს შსს-შიც დაუდასტურეს.