ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე აქციებს აგრძელებს
ზაზა სარალიძე რუსთაველის გამზირზე აქციებს აგრძელებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე აქციებს აგრძელებს. ზაზა სარალიძის განცხადებით, აქციებს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე მისი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან.

სარალიძე აცხადებს, რომ ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს.

„მკვლელი ხელისუფლება უნდა მოშორდეს აქაურობას, რადგან ამ ხელისუფლების ხელში სამართალს ვერ მივაღწევ, იქიდან გამომდინარე, რომ თავად მფარველობენ გამოძიებას და არიან მკვლელების მფარველები. აქციას გავაგრძელებთ იქამდე, ვიდრე ჭეშმარიტებას არ მივაღწევ. არავინ შემხმიანებია. ფაქტია, ესენი არც არაფერს მოიმოქმედებენ. ნათლად დაინახა საზოგადოებამ, რისი გამკეთებლებიც არიან, მკვლელებს როგორ იცავენ და როგორ უნდათ გააძვრინონ არამარტო მკვლელები, არამედ საქმის გამყალბებლები. საზოგადოებამ თავად გადაწყვიტოს, ებრძოლოს თუ არა ამ შერჩევით სამართალს. არსად ვაპირებ წასვლას, სანამ სამართალს არ მივაღწევ, ბოლომდე ვიბრძოლებ“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, ზაზა სარალიძემ აქციები გუშინ რუსთაველის გამზირზე განაახლა. მასთან ერთად იმყოფებოდა პანკისის სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი. გუშინვე ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ შიმშილობას იწყებს.

დატოვე კომენტარი