ზაზა სარალიძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება
ზაზა სარალიძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.

საგამოძიებო უწყებაში ის რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

ზაზა სარალიძემ პოლიციის შენობაში შესვლამდე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა პირად საუბარში განაცხადა, რომ საქმე ეხება მის მიმართ განხორციელებულ მუქარებს.

სარალიძის ინფორმაციით, მას სოციალურ ქსელში ემუქრებიან და გამომძიებლებს მიმოწერას აჩვენებს.

შეგახსენებთ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ის „ფეისბუქში“ მუქარის შემცველ შეტყობინებებს იღებს, რაზეც პროკურატურის მიერ გამოძიების ჩატარებას ითხოვს. გამოძიება ვაკე-საბურთალოს სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.