ზაზა სარალიძე პოლიციელებს - კბილები გაქვთ ჩასამტვრევი
ზაზა სარალიძე პოლიციელებს - კბილები გაქვთ ჩასამტვრევი

ზაზა სარალიძე სასამართლო სხდომის შესვენებისას პოლიციელებს დაუპირისპირდა.

მისი თქმით, ის პოლიციელების ფორმას სცემს პატივს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სათანადოდ გაუსწორდებოდა.

“კბილები გაქვთ ჩასამტვრევი” , – მიმართა ზაზა სარალიძემ პოლიციელებს.  ამის შემდეგ მან სხდომათა დარბაზი დატოვა.

საქალაქო სასამართლოში დღეს პარლამენტის შენობასთან დაკავებულების ზვიად კუპრავას და კიდევ სამი პირის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. ამ წუთებში მოსამართლე სათათბიროდ არის გასული.  ზვიად კუპრავა დღეს დილით რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ისინი, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის განკარგულების დაუმორჩილებლობის ფაქტზე არიან დაკავებულები.