ზაზა სარალიძე კუპრავას დაკავებაზე - მე როგორც ყოფილი პოლიციელი გეტყვით, რომ ყოფილი პოლიციელი არასდროს მიაყენებს პოლიციელს შეურაცხყოფას
ზაზა სარალიძე კუპრავას დაკავებაზე - მე როგორც ყოფილი პოლიციელი გეტყვით, რომ ყოფილი პოლიციელი არასდროს მიაყენებს პოლიციელს შეურაცხყოფას

ყოფილი პოლიციელი არასდროს მიაყენებს პოლიციელს შეურაცხყოფას, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა, რითაც ზვიად კუპრავას დაკავებას გამოეხმაურა.

მას შსს-ს მეირ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერა და აცხადებს, რომ ყოფილი პოლიციელი ფორმიანს შეურაცხყოფას არ მიაყენებდა.

„ყოფილი პოლიციელი არასდროს მიაყენებს პოლიციელს შეურაცხყოფას. მეც ყოფილი პოლიციელი ვარ და არასდროს მივაყენებ ფორმიანს შეურაცხყოფას, რაც არ უნდა მოხდეს”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, კარვების საავტომობილო გზიდან აღებას არ აპირებს.

„რაც შეეხება კარვების აღებას, არ ვიცი ეს ინფორმაცია საიდან არის, რომ თითქოს კარვების აღებას აპირებს ვინმე. მე არ ვაპირებ არსად წასვლას, ძალით თუ დააპირებენ რამეს მოვიდნენ, პრობლემა არ არის, აქ ვიქნები ბოლომდე. თავად მაიძულეს ეს ნაბიჯი გადამედგა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა, პირადად გახარიამ. ესენი ცდილობენ ამ საქმის სხვანაირად შეფუთვას”, – განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ დღეს 14:00 საათზე მთელ საქართველოს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

ზვიად კუპრავა და აქციის კიდევ სამი მონაწილე დღეს დილით დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის განკარგულების დაუმორჩილებლობის ფაქტზე არიან დაკავებული.