ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს
ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე, „სამართალდამცავთა, რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა და მათი მხარდამჭერები ამ დრომდე მთავრობის კანცელარიის შენობაში რჩებიან და პრემიერთან შეხვედრის თარიღთან დაკავშირებით, ინფორმაციის მიღებას ელოდებიან.

ისინი კანცელარიასთან 12:00 სთ-ზე შეიკრიბნენ და პრემიერ-მინისტრის სახელზე 30-მდე საქმე დატოვეს, რომელიც მათი თქმით, გამოუძიებელია.

ზაზა სარალიძის განცხადებით, არ არის აუცილებელი შეხვედრა დღესვე გაიმართოს, მთვარია კონკრეტული თარიღი ჩაინიშნოს.

„რისთვის მოვედი, თუ არ შევხვდი და არ გავესაუბრე. მოვედი და ხომ არ ვეუბნები, რომ შეხვედრას მაინცდამაინც დღეს ვითხოვ, ვიღაც გამოვიდეს და ერთი სიტყვა მითხრას, ორი საათია ველოდები და არავინ გამოსულა”,-აღნიშნა სარალიძემ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სარალიძის განცხადებით, ამის შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც შეხვედრაზე ადმინისტრაციის პასუხს მოისმენს.