ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პოლიციამ კარვები წაართვა
ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პოლიციამ კარვები წაართვა

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ პოლიციამ კარვები წაართვა.

როგორც ზაზა სარალიძემ აღნიშნა, მის მანქანაში შეცვივდნენ პოლიციელები, გაიტაცეს ლეიბები, ბალიშები და პლედები.

„ფაქტია, რომ ამიკრძალეს აქციის ჩატარება. ყველაფრის საქმის კურსში არიან. ოფიციალურად გვაქვს ნებართვა აღებული, მაგრამ მოდიან მაინც ძალადობაზე. გუშინ მივიღე მერიისგან თანხმობა დაველოდოთ და გავარკვიოთ ყველაფერი. პირადაპირ მოქმედებაზე გადავდივარ არავის არაფერს ვეტყვი და თვითონ მიხვდებიან”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რას აპირებს სამომავლოდ, ზაზა სარალიძემ აღნიშნა, რომ იწყებს ღია ომს.

„ღია ომი ყველას. ომში ვგულისხმობ იარაღს, ავტომატს, ბომბს, ტანკს და ყველაფერს. ჩემი შვილის სისხლს ამას არ შევარჩენ”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.