ზაზა პაპუაშვილსა და სერგო რატიანს შორის დაპირისპირება სხდომათა დარბაზის გარეთ გაგრძელდა [ვიდეო]

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ზაზა პაპუაშვილსა და უმცირესობის წევრ სერგო რატიანს შორის დაპირისპირება სხდომათა დარბაზის გარეთ გაგრძელდა.

ზაზა პაპუაშვილმა და სერგო რატიანმა სხდომათა დარბაზში დაწყებული დაპირისპირების გარკვევა პარლამენტის ფოიეში გააგრძელეს.

„ფეხებსაც ვერ მოჭამ ვერავის, მიდი, გაიარე“, – ასე მიმართა რატიანმა პაპუაშვილს.

თავის მხრივ, პაპუაშვილმა რატიანს მიმართა, „კამერები დაინახე და უკვე კარგად ხარ“.

რამდენიმე წუთის წინ, საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათ შორის კამათი ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნამ გამოიწვია. კერძოდ, ზაზა პაპუაშვილი დაინტერესდა, კომისიამ რა ახალი გარემოება გამოავლინა და რა შესძინეს საქმეს სამ თვის განმავლობაში.