ზაზა მამალაძე - ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა, რომ საქართველოში შეიძლებოდა, ვინმე დაეშანტაჟებინათ, არ იმღეროო
ცოტა ეჭვით ვუყურებდი ლიბერალურ ფაშიზმსა და ამდაგვარ საკითხებზე მთავრობის წევრების გამონათქვამებს, მაგრამ ახლა რასაც ვუყურებ ფაშიზმზე უარესია, ქართველს რომ ეტყვი, არ იმღეროო, – ამის შესახებ მომღერალი ზაზა მამალაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ზაზა მამალაძე აღნიშნავს, ვერ წარმოედგინა, საქართველოში ვინმე დაეშანტაჟებინათ, რომ მას არ ემღერა.
„ცხოვრებაში ვერ წარმომედგინა, რომ საქართველოში შეიძლებოდა, ვინმე დაეშანტაჟებინათ, არ იმღეროო. ცოტა ეჭვით ვუყურებდი ლიბერალურ ფაშიზმსა და ამდაგვარ საკითხებზე მთავრობის წევრების გამონათქვამებს, მაგრამ ახლა რასაც ვუყურებ ფაშიზმზე უარესია, ქართველს რომ ეტყვი, არ იმღეროო და ამ დროს, თვითონ რუსთაველზე კიდეც მღერიან და კიდეც ცეკვავენ. გადაგვარების ახალი გზა მოუფიქრებიათ, თუ რა უბედურება ხდება?“, – წერს ზაზა მამალაძე.