ზაზა გაბუნია - პოლიტიკური პროცესი მმართველ გუნდში წარიმართა ისე, როგორც უნდა წარმართულიყო
ზაზა გაბუნია - პოლიტიკური პროცესი მმართველ გუნდში წარიმართა ისე, როგორც უნდა წარმართულიყო

ბიძინა ივანიშვილმა გუშინდელ ინტერვიუში ზუსტად აღწერა მთელი პროცესი, რომელიც პარტიის თავმჯდომარემ შექმნა, რათა ყველას მოსმენა ყოფილიყო შესაძლებელი, – ამის შესახებ დეპუტატმა, ზაზა გაბუნიამ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც ზაზა გაბუნიამ განაცხადა, გუნდში შედგა მსჯელობა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს ცალკეულმა დეპუტატებმა ეს გადაწყვეტილება.

„პარტიის თავმჯდომარე ყველა ეტაპზე იყო გამსჭვალული მოთმინებით, აწონილ-დაწონილი იყო ყველა არგუმენტი. იყო ყველა წინაპირობა, რათა არგუმენტების ჭიდილი ყოფილიყო და  – არა სუბიექტური გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ პოლიტიკური პროცესი მმართველ გუნდში როგორც უნდა წარმართულიყო, ისე წარიმართა. რაც შეეხება გადაწყვეტილებებს რამდენიმე დეპუტატის გუნდიდან წასვლის შესახებ, ეს ყოველთვის არის ინდივიდუალური. ჩვენ არ ვიზიარებთ იმ საფუძვლებს, თუ მიზეზებს, რომელსაც ეყრდნობოდა მათი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ბიძინა ივანიშვილმა „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ყოფილი თანაგუნდელების, ანაკლიის პორტის, „თიბისი ბანკის“, ქართული კინოწარმოებისა და სხვა თემების შესახებ ისაუბრა.