ზაზა ფაჩულიას მიწვევით, ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაჭრილი უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე Pistons vs Wizards-ს დაესწრო

ავღანეთის სამშვიდობო მისიაში დაჭრილი უფროსი ლეიტენანტი ივერი ბუაძე ვაშინგტონში გამართულ საკალათბურთო თამაშს – Pistons vs Wizards-ს დაესწრო.

აშშ-ში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ივერი ბუაძე საპატიო სტუმრად Detroit Pistons-ის მოთამაშე ზაზა ფაჩულიამ მიიწვია.