ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რეგულარულის მორიგი ტურის მატჩი გოლდენ სტეიტსა და დეტროიტს შორის ქართველი გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებული გამოდგა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ზაზა ფაჩლიას მეორე საჩემიონო ბეჭედი გადაეცა. ორაკლ არენაზე ქართველ ცენტრს ოვაციებით შეხვდნენ.