ზაზა ფაჩულიამ კევინ დურანტს დაბადების დღე ორი თვის დაგვიანებით მიულოცა
„გოლდენ სტეიტის“ ფორვარდმა, კევინ დურანტმა „ინსტაგრამში“ თავის ყოფილ თანაგუნდელთან, ზაზა ფაჩულიასთან მიმოწერა განათავსა. „დეტროიტის“ ქართველმა ცენტრმა დურანტს, დაბადების დღე დიდი ხნის დაგვიანებით მიულოცა. NBA-ის ვარსკვლავი 29 სექტემბერს 30 წლის გახდა.
„- დაბადების დღეს გილოცავ, ძმაო. საუკეთესო სურვილებით.
– არ მაქვს დაბადების დღე. ამას „ინსტაგრამში“ დავდებ, რომ ყველამ დაინახოს როგორი ცუდი თანაგუნდელი ხარ.
– ჯანდაბა, შენი დაბადების დღე ხომ 28 სექტემბერსაა.
– 29 სექტემბერს. გეყოფა წერა. მიყვარხარ.
– ჩემს შეტყობინებაში ერთადერთი კარგი ის არის, რომ შენზე ვფიქრობ.
– ჰა, ჰა. ეს მართალია. მაკლიხარ, ძმაო.“
ზაზა ფაჩულიამ და კევინ დურანტმა, ერთად „გოლდენ სტეიტში“ ორი სეზონი ითამაშეს და ორივე სეზონში ჩემპიონები გახდნენ.