საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი და NBA-ის ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას მატჩს დაესწრო. ის ქართველ ფეხბურთელს სასტუმროში შეხვდა, ხოლო მოგვიანებით თავის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოაქვეყნა:
„ნათელი მომავალი გაქვს. კვლავ გაიბრწყინე და დატკბი თამაშით. ვამაყობ შენით, ძმაო“.
„ნაპოლი“ „მილანის“ მატჩის წინ ფაჩულია ერთ-ერთ იტალიურ ტელეარხს მოედნის კიდიდან ჯანფრანკო ძოლასთან ერთად ჩაერთო:
„მიხარია, რომ ჩვენი პატარა ქვეყნიდან იტალიაში ჩასული ხვიჩა კვარაცხელია ასეთ დონეზე თამაშობს. წარმატებები მას“.