ზაურ დარგალი - სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურად ჩართულები ვართ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პროდუქცია გავიდეს გარეთ
ზაურ დარგალი - სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურად ჩართულები ვართ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პროდუქცია გავიდეს გარეთ

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურად ჩართულები ვართ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პროდუქცია გავიდეს გარეთ, – ამის შესახებ მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმა განაცხადა.

როგორც ზაურ დარგალმა აღნიშნა, მარნეულის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მოსახლეობა მსხვილ სადისტრიბუციო კომპანიას პროდუქციას აბარებს.

„გრძელდება სასოფლო პროდუქტების ჩაბარების პროცესი მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სოფლებში. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ჩვენთვის. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მაქსიმალურად ჩართულები ვართ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის პროდუქცია გავიდეს გარეთ. მინიმუმ 8 სატვირთო შემოვა დღის განმავლობაში და 80 ტონის პროდუქციის გატანა მოხდება მარნეულიდან“, – განაცხადა დარგალმა.

ამასთან, ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა აღნიშნა, რომ მარნეულის სოფლებიდან აქტიურად ხდება პროდუქციის გატანა სადისტრიბუციო კომპანიების მიერ.

„უკვე შემოსულია მანქანები და 8-დან 10-მდე მსხვილ გადამზიდავს ველოდებით სატრანსპორტო საშუალებებს, რაც საკმარისი იქნება ამ ეტაპისთვის და ყოველდღიურად ამ რეჟიმში არის გარანტი იმისა, რომ სოფლებში დაგროვებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია არ იქნება. თუმცა, იყო გარკვეული ვნებათაღელვა, იყო სოციალური დისტანციის დარღვევა, ძალიან დიდი ხალხმრავლობა სამწუხაროდ, მაგრამ ეს რომ იყო აღმამედლოში, შედარებით რადიკალურად უფრო გაუმჯობესებული მდგომარეობა გვქონდა კასუმლოში. ჩვენ ვადგენთ სიებს. წინასწარ ეცოდინება მოსახლეობას გრაფიკი, როდის გაიტანენ მათ მოწეულ მოსავალს, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას და სრულყოფილი იქნება ეს პროცესი“, – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.