ზარანდიამ სადებიუტო მატჩში გაიტანა (ვიდეო)

ლუკა ზარანდიამ  ახალ კლუბში, კოსტანაის „ტობოლში“ პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში გოლი გაიტანა.

ყაზახეთში საფეხბურთო სეზონი გაიხსნა – პრემიერლიგის პირველი ტურის მატჩში, კოსტანაის „ტობოლმა“ ყარაღანდის „შახტიორს“ დახურულ დარბაზში უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

„ტობოლის“ ძირითადი შემადგენლობაში იყო სამივე ქართველი ლეგიონერი – ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა კანკავა და ლუკა ზარანდია. თამაში დაძაბული გამოდგა და გამარჯვებული მხოლოდ მატჩის მიწურულს გაირკვა.

პირველ ტაიმში მასპინძლებმა ანგარიშის გახსნეს, მეორე ტაიმში ყარაღანდელებმა წონასწორობა აღადგინეს, ხოლო მატჩის მიწურულს მეშახტეებს ზედიზედ ორი გოლი გაუტანეს. საბოლოო ანგარიში 88-ე წუთზე კოსტანაელთა ახალწვეულმა ზარანდიამ კვეკვესკირის გადაცემის შემდეგ მცველის შეცდომით ისარგებლა და მეკარესთან პირისპირ გასულმა ზუსტად დაარტყა 3:1.

22 წლის ლუკა ზარანდიას ტრანსფერი ბელგიური „ზულტე-ვარეგემს“ ეკუთვნის და კარიერას ყაზახურ „ტობოლში“ საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე აგრძელებს, რომელიც 2020 წლის 31 ივლისს მტავრდება.