ზარანდიამ ამხანაგურ მატჩში გაიტანა
ზარანდიამ ამხანაგურ მატჩში გაიტანა

„ზულტე-ვარეგემმა“ სანაკრებო პაუზაზე ამხანაგური მატჩი საკუთარ მოედანზე „სერკლ-ბრიუგეს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

მასპინძელთა გამარჯვებაში ერთ-ერთი მთავარი როლი ლუკა ზარანდიამ შეასრულა, რომელიც „ზულტე-ვარეგემის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და სტუმართა კარში მეორე გოლი 35-ე წუთზე გაიტანა – მან ეს ინდივიდუალური ქმედების შედეგად მაოხერხა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა ზარანდიას ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრებში ხშირად იწვევდა, მაგრამ სათამაშო დროს თითქმის არ აძლევდა, ბოლო პერიოდში კი “ზულტე-ვარეგემის” თავდამსხმელს სანაკრებო შეკრებებზე საერთოდ აღარ იწვევს.