ერთა ლიგა | სუდაკოვმა და ზაბარნიმ საქართველოს ნაკრებთან მოახლოებულ მატჩზე ისაუბრეს #1TVSPORT
უკრაინის ნაკრების მოთამაშეებმა, ილია ზაბარნიმ და გეორგი სუდაკოვმა, ერთა ლიგის B2 ჯგუფის ბოლო ტურში საქართველოსთან მატჩამდე გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
ილია ზაბარნი: „თუ გსურთ, წარუმატებლობაში ვინმეს დადანაშაულება, მე დამადანაშაულეთ – ამაზე პასუხისმგებლობას ავიღებ, რადგან გამოცდილი მოთამაშე ვარ, საკუთარ თავს და თანაგუნდელებს მეტი უნდა მოვთხოვო. სამწუხაროდ, სიმართლე უნდა ვთქვათ – ამჟამად უკრაინის ნაკრებს ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ ამას თავი უნდა დავაღწიოთ.
რეალისტები უნდა ვიყოთ – საქართველოსთან შეხვედრა დაგვრჩა და ყველაფერი მოსალოდნელია. შესაძლოა, C დივიზიონშიც კი დავქვეითდეთ, მაგრამ ეს რომ თავიდან ავიცილოთ, უნდა მოვიგოთ. თუმცა მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის, მაღალ დონეზე უნდა ვითამაშოთ“.
გეორგი სუდაკოვი: „უკრაინის ნაკრებისთვის რთული პერიოდია. უნგრეთთან პირველი გამარჯვებისა და კარგი თამაშის შემდეგ ალბათ სრულიად განსხვავებული გეგმები გვქონდა. ახლა საქართველოსთან თამაშზე ვართ კონცენტრირებული და მხოლოდ ამ მატჩზე ვფიქრობთ.
ცოტა ხნის წინ თანაგუნდელს და და მეგობარს, ირაკლი აზაროვს ვესაუბრე, მხიარული და კარგი ადამიანია. მითხრა, რომ „გადაგვიგვლიან“, ვუპასუხე, შეხვედრის შემდეგ ვილაპარაკოთ-მეთქი. საქართველოს ნაკრებთან თამაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია და 100 პროცენტით კონცენტრირებულები ვიქნებით, ვეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ“.
ერთა ლიგის B2 ჯგუფის მე-6 ტურის შეხვედრა უკრაინასა და საქართველოს ნაკრებებს შორის 17 ნოემბერს, 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.