ლუკა ზარანდია პოლონეთის უმაღლესი ლიგის, ექსტრაკლასას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა 27-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა.
პოლონეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში გდინიას “არკამ” შინ ნეჩეცას “ტერმალიკა” 4:0 დაამარცხა. 22 წლის ლუკა ზარანდია მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს. მანამდე კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და კარგი თამაში ჩაატარა.
30-ე წუთზე რუბენ ჰურადომ ქართველის გადაცემით “ტერმალიკას” კარი მეორედ აიღო. ლუკა სასარგებლოც იყო, ეფექტურიც, დაცვასაც ეხმარებოდა და შეტევებსაც დროულად და კარგად იწყებდა