ზაქარია ქუცნაშვილი - ჭორიკნებს, რომლებსაც ატაცებული ჰქონდათ, ვითომ ძველები „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ, საფუძვლები გამოეცლებათ
ზაქარია ქუცნაშვილი - ჭორიკნებს, რომლებსაც ატაცებული ჰქონდათ, ვითომ ძველები „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ, საფუძვლები გამოეცლებათ

ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება „ქართულ ოცნებაში“ ძალიან ძლიერი სვლაა და ჭორიკნებს, რომლებსაც ჰქონდათ ატაცებული, ვითომ „ქართულ ოცნებას“ ძველები ტოვებენ, საფუძვლები გამოეცლებათ, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ძველებსა და ახლებს აერთიანებს.

„ერთი მხრივ, ეს იყო ირაკლის სურვილი, მეორე მხრივ, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, ეჩვენებინათ საზოგადოებისთვის რომ „ქართული ოცნება“ აერთიანებს ძველებსაც და ახლებსაც. ირაკლი ღარიბაშვილზე ვერავინ ტყვის, რომ ის არის ახალი, რომ არ აქვს დამსახურება პირველივე დღიდან ჩვენი გუნდის ჩამოყალიბების საქმეში. მიხარია, მივესალმები და წამატებას ვუსურვებ“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, ირაკლი ღარიბაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყოს, ქუცნაშვილის ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია.

„ძალიან ძლიერი სვლაა ეს, რადგან ჭორიკნებს, რომლებსაც ატაცებული ჰქონდათ, ვითომ „ქართულ ოცნებას“ ძველები ტოვებენ და მხოლოდ ახლები რჩებიან, გამოეცლებათ საფუძვლები. დაინახავენ, რომ ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი, „ქართული ოცნების“ ძველი სახე ბრუნდება პარტიაში სწორედ იმ პერიოდში, როცა პარტიას სჭირდება თანხმობა ძველ და ახალ თაობებს შორის“, – განაცხადა დეპუტატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებაში“ დაბრუნდა. ის პარტიის  პოლიტიკური მდივნის თანამდებობას დაიკავებს.