ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსები კვლავ ბომბავენ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ
ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსები კვლავ ბომბავენ ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას და მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

რუსები კვლავ ბომბავენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიას. ადგილობრივი ადმინისტრაცია ენერგოდარის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

აღნიშნულის შესახებ, ეროვნული ტელემარათონის ეთერში ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ სტარუხმა განაცხადა.

„სამოქალაქო დაცვის ყველა უწყება მუშაობს შეზღუდულ რეჟიმში. ჩვენ ვურჩევთ ხალხს, დატოვონ ენერგოდარი, განსაკუთრებით ქალებმა და ბავშვებმა. ატომურ ელექტროსადგურზე არის ოთხი ელექტროგადამცემი, დარჩა მხოლოდ ერთი. გუშინ დაიბომბა დნიპროს ოლქი და ჩვენს ოპერატორებს მოუწიათ მე-5 ენერგობლოკზე დატვირთვის შემცირება, ეს არის წმინდა ბირთვული ტერორიზმი“, – განაცხადა სტარუხმა.

მან განაცხადა, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უდიდესია ევროპაში და იქ 1200 ტონა ურანი ინახება.

„ასეთ რაღაცებთან ხუმრობა გამორიცხულია. აუცილებელია სადგურის და 30-კილომეტრიანი ზონის დემილიტარიზაცია მძიმე იარაღისა და საბრძოლო მასალისაგან“, – განაცხადა ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.