ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივნის ცნობით, ოლქზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა ერთი ადამიანი
ზაპოროჟიეს ოლქზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა. ინფორმაციას ზაპოროჟიეს საკრებულოს მდივანი ანატოლი კურტევი ტელეგრამარხზე ავრცელებს.
„არაადამიანებმა ზაპოროჟიე დაბომბეს. სამწუხაროდ, გარდაიცვალა მამაკაცი და ქალი. დაშავდა კიდევ ერთი ქალი. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს“, – წერს კურტევი.
საკრებულოს მდივნის ინფორმაციით, დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულების შენობა და სუპერმარკეტი.
ადგილზე უკვე მობილიზებულია შესაბამისი სამსახური.