ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების სამუშაოები დაიწყო
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების სამუშაოები დაიწყო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის განცხადებით, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთების სამუშაოები დაიწყო.

გროსის თქმით, ელექტროენერგიის ოთხკვირიანი გათიშვის შემდეგ სამუშაოები ადგილობრივი ცეცხლის შეწყვეტის ზონების შექმნის შედეგად დაიწყო.

„ელექტროენერგიის აღდგენა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბირთვული უსაფრთხოებისთვის. ორივე მხარე კონსტრუქციულად თანამშრომლობდა ატომურ ელექტროსადგურთან, რათა კომპლექსური შეკეთების გეგმა გაგრძელებულიყო“, – განაცხადა გროსიმ.