თბილისში „ზამთრის თასზე“ ვლადიმირ შმიცერიც გვესტუმრება – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
ნახევარმცველი იყო ჩეხეთის ეროვნული ნაკრების საკვანძო მოთამაშე, რომელმაც 1996, 2000 და 2004 წლის ევროპის ჩემპიონატებზე ითამაშა. 1996 წელს ევროპის ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო 2004 წელს – ბრინჯაოს მედლის მფლობელი. 1997 წელს კონფედერაციის თასზე 5 გოლით ბომბარდირებში მეორე ადგილზე გავიდა.
საკლუბო სარბიელზე კი ყველაზე დიდ წარმატებას „ლივერპულში“ მიაღწია, რომლის შემადგენლობაშიც 2005 წელს სტამბულში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, 2001 წელს – უეფას თასის და სუპერთასის მფლობელი.
საინტერესოა, რომ 2014 წელს, შმიცერი ევროპარლამენტში პარტია VIZE 2014-ის სახელით კენჭს იყრიდა, რომლის საარჩევნო პროგრამაშიც წონასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ბავშვების დახმარება იყო შეტანილი.
შეგახსენებთ, რომ „ზამთრის თასს“ 11-13 იანვარს, თბილისის ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.