„ზამთრის თასის“ საპატიო სტუმარი ჩამოვიდა - მარკო მატერაცი თბილისშია
იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი, მარკო მატერაცი თბილისშია. „ზამთრის თასის“ საპატიო სტუმარი ხვალ 2019 წლის „ზამთრის თასის“ ლეგენდების ტურნირზე ითამაშებს.
13 იანვარს 2019 წლის „ზამთრის თასზე“ ლეგენდების ტურნირი გაიმართება. სათამაშო დღე 13:00 საათიდან დაიწყება,
„ზამთრის თასის“ დასკვნით სათამაშო დღეს 13:00-დან 15:00 საათამდე ახალ სპორტის სასახლეში დასწრება თავისუფალია. პირველ 500 ადამიანს საჩუქრად საქართველო-შვეიცარიის შეხვედრაზე დასასწრები 2-2 ბილეთი გადაეცემა.
15:30 წუთზე საქართველო-ფიფას ლეგენდების მატჩის დაწყებამდე ვარსკვლავები ტრიბუნებზე ბურთებს გადაყრიან, რომლებსაც საჩუქრები მოჰყვება.
18:15-იდან ტურნირს დასკვნით ნაწილს, პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.