პიონჩანგის 2018 წლის ოლიმპიადის მთავარ ფავორიტად ნორვეგიის ოლიმპიური გუნდი მიიჩნევა. ამის შესახებ დაწერა BBC-მ საბუკმეიკერო კანტორა bwin-ის ფსონებზე დაყრდნობით.
ოქროს მედლების მიხედვით ნორვეგიის გამარჯვებაზე კოეფიციენტი შეადგენს 2.25-ს. შემდეგ მოდიან: გერმანია (3.0), აშშ (9.0), კანადა (15.0), ჰოლანდია (26.0) და სამხრეთ კორეა (34.0).
ყველა სინჯის მედლის საერთო რაოდენობით გამარჯვებას უწინასწარმეტყველებენ გერმანიის ნაკრებს – შესაბამისი კოეფიციენტი შეადგენს 3.0-ს. ამ გუნდის მთავარი კონკურენტები იქნებიან: აშშ (3.5), ნორვეგია (4.0) და კანადა (6.0).
საბუკმეიკერო კანტორები ჯერ არ იღებენ ფსონებს რუს ოლიმპიელებზე, რადგან უცნობია – როგორი შემადგენლობით გაემგზავრება რუსეთის ნაკრები 2018 წლის ზამთრის თამაშებზე.