ზამთრის ოლიმპიადა | ნინო წიკლაურმა გიგანტურ სლალომში 49-ე ადგილი დაიკავა [ვიდეო] #1TVSPORT
ზამთრის ოლიმპიადაზე, რომელიც მილანსა და კორტინაში მიმდინარეობს, ქალთა გიგანტურ სლალომში იასპარეზა ნინო წიკლაურმა.
იგი პირველი ცდის შემდეგ 55-ე ადგილზე იყო, მეორე დაშვება უკეთესი გამოუვიდა და საბოლოოდ ოლიმპიადა 49-ე ადგილზე დაასრულა.
პირველი დაშვება: 1:12.39 წთ.
მეორე დაშვება: 1:19.40 წთ.
ჯამი: 2:31.79

გიგანტურ სლალომში ჩემპიონობა მოიპოვა იტალიელმა ფედერიკა ბრიჯიონემ (ჯამში: 2:13.50 წთ).
შვედმა სარა ჰექტორმა და ნორვეგიელმა თეა ლუის თიერნესუნდმა ერთნაირი შედეგი აჩვენეს (2:14.12 წთ), შესაბამისად, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ორივემ ვერცხლის მედალი მოიპოვა.