ზაიონ ვილიამსონის კოლეჯური კარიერა დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს მას შემდეგ, რაც „დიუკმა“ მიჩიგანთან წააგო.
დიდი ალბათობით ახალგაზრდა ტალანტს წლევანდელ დრაფტზე პირველ ნომრად აიყვანენ. ამასთან ერთად, ზაიონი უახლოეს მომავალში ერთ-ერთ ფეხსაცმლის კომპანიასთან 100 მილიონიან კონტრაქტს გააფორმებს. „დიუკის“ ერთ-ერთ ვარჯიშზე ვილიამსონმა ბურთი კალათში ჩატენა, რამაც კალათი მწყობრიდან გამოიყვანა.