ზაიონ ვილიამსონმა ვარჯიშზე ჩატენვისას ფარი დააზიანა (ვიდეო)
ზაიონ ვილიამსონის კოლეჯური კარიერა დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს მას შემდეგ, რაც „დიუკმა“ მიჩიგანთან წააგო.
დიდი ალბათობით ახალგაზრდა ტალანტს წლევანდელ დრაფტზე პირველ ნომრად აიყვანენ. ამასთან ერთად, ზაიონი უახლოეს მომავალში ერთ-ერთ ფეხსაცმლის კომპანიასთან 100 მილიონიან კონტრაქტს გააფორმებს. „დიუკის“ ერთ-ერთ ვარჯიშზე ვილიამსონმა ბურთი კალათში ჩატენა, რამაც კალათი მწყობრიდან გამოიყვანა.
Zion back at it! 😱 Please tell me that goal is still attached tho… pic.twitter.com/veMhSzMZhp
— SLAM (@SLAMonline) 3 April 2019