ზაფხულში ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთსა და ბალტიის ზღვაში ნატო-ს სამხედრო წვრთნების სერია გაიმართება
ზაფხულში ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთსა და ბალტიის ზღვაში ნატო-ს სამხედრო წვრთნების სერია გაიმართება

ივნისში ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთსა და ბალტიის ზღვაში ნატო-ს სამხედრო წვრთნების სერია გაიმართება. როგორც ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, 3-დან 15 ივნისამდე ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში საერთაშორისო სწავლება Saber Strike გაიმართება, რომელშიც ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 18 ათასი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.

წვრთნაში მონაწილეობის მისაღებად ლატვიასა და ლიტვაში გერმანიიდან აშშ-ის სამხედრო ტექნიკის 1 100 ერთეულს გაგზავნიან.

ლიტვაში ასევე გაიმართება მრავალეროვნული სწავლება „პერკუნასის ელვა“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ცხრა ათასი სამხედრო, ასევე სწავლება „მტკიცე კობალტი“.

ამას გარდა, ივნისში ბალტიის ზღვაში დაიწყება სწავლება Baltops, რომლის ფარგლებშიც ოპერაციები ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში გაიმართება.