ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 1 სექტემბერს გაიხსნება
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 1 სექტემბერს გაიხსნება

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ვადები გადაიწევა. როგორც რამდენიმე წყარო მიუთითებს, ფანჯარა გაიხსნება 1 სექტემბერს და ტრანსფერების განხორციელება 5 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი.

ამგვარი გადაწყვეტილება უკავშირდება საფეხბურთო სეზონის გვიან დასრულებას. თითქმის ყველა ქვეყნის ჩემპიონატი ორი-სამი თვით იყო შეჩერებული კორონავირუსის პანდემიის გამო.

უფრო ადრე ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) კლუბებს ნება დართო, გაეხანგრძლივებინათ კონტრაქტები, რომლებსაც ვადა 30 ივნისს ეწურებოდათ.